↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება

კაჭარავა კარლო

2010-08-122 წთ საკითხავი3033 ნახვა

—
როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება.როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასთმიანები ცუდ სიგარეტს ეწევიანმეექვსე სართულზე კიბეების მარშთან.როცა შეშინებული, შეუხედავი და ცუდად ჩაცმული ქალიშვილებიგარბიან სადღაც - ალბათ მეტროსაკენ.და "გარე განათება" ისევ არ ირთვება, ან საერთოდ არ ჩაირთვება.ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯითმიდის სამედიცინი ინსტიტუტის გასწვრივდა გვერდზე ძაღლი მისდევს ქარისგან ბალანაშლილი.არ გაანათებს ფერადი ნეონი ნინოშვილის სახეს.ზურგზე არ გადაურბენს სასწაულებრივად შემორჩენილიღამის ტროლეიბუსის სარკმელთა წყვეტილი შუქი -მეტყველებაწართმეულ მგზავრთა უარაფრო მზერით.მწერალი კითხულობს ბაადურ მონჰოფის ქრონიკას -და უყურებს გ. რიხტერის სურათის რეპროდუქციას.იაფი ფირფიტების საკრავი ციხის იატაკზე.ნინოშვილს მოესმის რაღაც უცნაური მუსიკა,'რომლითაც ვიღაც მიესალმება ღამეს:ვერშემდგარი მოულოდნელობებით,ვერშემდგარი თავგადასავლებით,ვერშემჩნეული სატრფოებით, ცუდი ფეხსაცმელებით,ცუდი პალტოებით, ცუდადმყოფთა სევდით.ო, რიხტერისეული ფირფიტებსაკრავიჯადოსნური ფლეიტის ნაცვლად,იქნებ ამ მუსიკით გამოიტყუოს ნინოშვილმა მიმალულიენაწართმეული პროლეტარიატი?და ატაროს ის ინფექციური საავადმყოფოდან,ონკოლოგიური საავადმყოფოდან რესპუბლიკური საავადმყოფოსაკენ -და ისევ ინფექციურისაკენ, თუ სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიცგაიარონ, რომ იქვე შეიერთონ პურის ქარხანასთან საათობითმომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი?აი, ჭეშმარიტი ოქროს პილიგრიმნი, აი მართალნი.აი, მათი გაყინული ძვლები.ბრბო, თოჯინის მექანიზმი, მოსამართავი.პურის რიგში მდგომთა შვილნო!ვისი სურათები ამკობს თქვენს კედლებს?
1992

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი