↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაკადული

ჩალაბაშვილი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1931 ნახვა

—
შენი ბედი ენატრება ოკეანეს,ეხარბება შენი სიპატარავე.გემი არ ჩანს, კაპიტანი იგვიანებს,მღვრიე ტალღებს სევდა მიაქანავებს.ქარიშხალი იმეორებს ნაცნობ ბოდვებს,ცეცხლს აკვესებს ცა უძირო ღამეში.ოკეანე დილით ითვლის ახალ ცოდვებს,მკერდს უკაწრავს ქარბორიას თარეში.შენ კი გქვია პაწაწინა მშვიდი წყალი,არც არასდროს გინატრია დიდობა,შენ არ გტანჯავს - დაბრუნდება კაპიტანი?შენს ნაპირებს აწერია მშვიდობა...

ჩალაბაშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი