↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ო დედოფალო!

ჩალაბაშვილი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1935 ნახვა

—
გარეთ ქარია...ხორშაკნი ჰქრიან,ევლება სენაკს ნათლისღებანი,ო დედოფალო!სხეული გტკივა,თუ ცოდვის შვილთა შეცოდებანი?!... ვიწრო სენაკში შუქად კიაფობ,ამაყობ კიდეც გულის წიაღში.ფეხმორთხმით ზის დამოსთქვამს იაკობ:- ტანჯვას მოგაწევს ხვალ პიტიახში!..ო დედოფალო!უარყავ რწმენა -კვლავ ჩაგქირქილებს მარტვილს სატანა,
... და წუთით, თითქო, დაგეხშო სმენა...უბრძნებ სხეულს მეტის ატანას...ო დედოფალო!იცვალენ მხარი,თორო - დაწყლულდენ წყლულზე წყლულები.დასთმე სასახლე და შმაგი ქმარი...ვითა ბრჭყვიალა სამკაულები...გარეთ ქარია...ხორშაკნი ქრიან,ევლება სენაკს ნათლისღებანი,ო დედოფალო!სხეული გტკივათუ ცოდვილ შვილთა შეცოდებანი?!

ჩალაბაშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი