↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტის დედას

ჩალაბაშვილი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1921 ნახვა

—
რად გამიმეტე ასე დედილო,ვით განიზრახე ჩემი ღალატი,სირცხვილით ვის გსურს გააგებინო,რომ შვილს ჩააცვი მგოსნის ხალათი.შენ ცისფერ ეტლებს მიმეც მსახურად,მიფრთხობენ სიზმრებს შლეგა ქარები,მე თავზე ეკლის ჯიღა მახურავსდა შეშლილს მიგავს ხშირად თვალები.რად გამიმეტე, ასე, დედილო,ჩემგან რა წყენა მოგაგონდება?ჩემს ტვინში ახლაც ლექსი ნებივრობსდა, იცი, ტანჯვა მიახლოვდება?რად გამიმეტე ასე, დედილო,მოგეცა ჩემთვის ნიჭი მეგუთნის.იცი თუ არა, დედავ, დედილო,რომ თავი ჩემი მე არ მეკუთვნის.რომ ლექსს დავყავარ უმისამართოდ,ავკვრივარ ქალაქს მზერადაღლილი,რომ ეს ცხოვრება მე ვერ გამართობსდა მომკლავს სადღაც ქუჩის ძაღლივით.
რად გამიმეტე ასე დედილო,ვით განიზრახე ჩემი ღალატი,სირცხვილით ვის გსურს გააგებინო,რომ შვილს ჩამაცვი მგოსნის ხალათი.

ჩალაბაშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი