პოეზია · ლირიკა
ტბილისელი დიდვაჭრის სიმღერა
(დაახლ. მე-19 საუკუნის დასაწყისი)
ვარ ვაჭრებში პირველი,ჩემი საქმე წინ არის:დილით მტრედი გავყიდო _საღამოზე შინ არის.
ჩემზე უფრო მდიდარიქვეყანაზე ვინ არის:ღამით ლეკვი გავყიდე,დილით ლეკვი შინ არის.
ზლოტის, მარკის, მანეთის,დოლარის და დინარისმოჩუხჩუხებს მდინარე,მიყვარს ცქერა მდინარის.
მაგრამ ჩემზე საწყალიცალბათ არავინ არის:ღამით გოგოს გავათხოვ,დილით გოგო შინ არის.
მაინც ტკბილად მიმღერისჩემი ეზოს ჩინარი:_ რა კარგია, ძვირფასო,როცა ყველა შინ არის!
როცა მტრედიც _ შინ არის!როცა ლეკვიც _ შინ არის!როცა გოგოც _ შინ არის!როცა ყველა შინ არის!