პოეზია · ლირიკა
* * * "წუთია წუთისოფელი"
წუთია წუთისოფელი _დახამხამება თვალისა.ამქვეყნად წესი არ არისმეორედ მოსვლა მკვდარისა,ამიტომ გვმართებს ცოცხალთამოხდა სიცოცხლის ვალისა.ვერ ვის შეუძლავ, ვერც შეძლოსგახსნა სამარის კარისა,იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა,მიწის დანგრევა მყარისა.საწუთრო არის მტვირთველიქვეყნად ტკბილის და მწარისა,წუწუნიც იმას ეკუთვნის,მთაზე ყვირილიც ხარისა,უნდა გიყვარდეს სამშობლო,თუ ხარ ქართველის გვარისა,არც ლხინი თავბრუს გასხამდეს,არც გეშინოდეს შარისა.წასულს არ უნდა გრცხვენოდესდატოვებულის კვალისა.უქმად ნატარი სიცოცხლეფასი არ არის ჩალისა.ერთი რამ არის საწყენისაწუთროს სამართალისა:რატომ არ იცის გარჩევამამაცისა და მხდალისა?!