↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მიწავ"

ბაიაშვილი იოსებ

2014-05-122 წთ საკითხავი414 ნახვა

—
მიწავ, შენა ხარ უძლევი,ქვეყნად ყველაზე მაგარი,სხვა ყველა შენთან ისეა,როგორც ზღვის ხიდად ბაწარი.დასაბამიდან დღესნამდივერვინა გნახა გამძღარი,არც გასძეხ, აღარც გასუქდი,არც გულს გიფუჭებს ნაჭამი.შენთვისა უხვობს ბუნება,არ გითავდება საგზალი.ლუკმაა შენი კუჭისთვისსამყაროს ნაჭირმაგარი.შენს მადას ბოლო არ უჩანს,სხვას ყველასა აქვს საზღვარი.ვერც მოგაყენებს წყლულებსათოფი, ხმალი და ხანჯარი,ვერც დროთა ბრუნვამ დაგღალა,არც როს დაგიყრავ აბჯარი.ვერც ცა გაშინებს მეხითა,ვერც ამირანი ამდგარი,ვერც ბრძოლა-ნგრევა ქვეყნისა,ვერც მოდებული ხანძარი,ვერ ასცილდება შენს ყბასამტვერი, ფერფლი და ნაცარი.დღეს ზურგი დაგეღრანტება,ხვალ ნახავ, ისევ მთლად არი.ადრინდელ ზღვების ადგილზეშენდება დუქან-ბაზარი,დრო მოვა, ბაზრის ადგილასისევ ზღვა არი დამდგარი,სთქამ და სთქამ ჟამთა ბრუნვასა,სვამ, თითქოს იყოს მაჭარი.ხელს გიწყობს განგების ძალაყვავის და ყვავის მთა-ბარი.შენ მადა არ გეკარგება,სუფრა გეშლება ახალი,ზედ ყველაფერი ლაგდება,ამ ბუნებაში რაც არი.ენისგან გამოუთქმელიმოხრაკული და შამწვარი.შენი უზომო მადისგანკლდე მინახია დამდნარი.თან ორი მზარეული გყავს _გაზაფხული და ზამთარი.ამას სხვა ვერავინ იზამს,რაც შენ საქმე გაქვს ნაქნარი.შენი კერძია ხელმწიფე,ბრძენი, წოდებით მაღალი,ჩემფერა გლეხზე რაღა ვთქვა? _ეს კევადა გაქვს სახმარი.მე ამას არ გედავები,არ ვამბობ, ეგრე რად არი?!შენ გვშობავ, შენვე გვიბარებ,შენა ხარ ჩვენი საფარი.ყველასა სწვდება და ფარავსშენი გულცივი საბანი.რას დაგიშავებ, რომც გცემო,ხმალს დავაცვითო ვადანი.მხოლოდ ერთ რამეს გავბედავროგორც ტყვე, შენი საპყარი:შენგნით ისა მწყინს, მიწაო,ქართველთ დაგვიხშე გზა-კვალი,დიდის თამარის საფლავსასად გიფარიან კალთანი?ვეძებთ და ვერ გაგვიგია,სად არი მისი აკვანი?ან მისი დროის გმირები,ის ჩვენი მამა-პაპანი?რომელთაც შენი დაცვისთვისსწყვიტეს ცხოვრების ჭაპანი,სული შენს მკერდზე დალიეს,გაჩერდა გულის კლაპანი.რატო გჩვევია, ეს მიკვირს,გულქვა სიკერპე ამგვარი?!რამდენი კარგის მოქმედიარც ცოცხალი ჩანს, არც მკვდარი.მოსულა ჩვენამდისინაროგორც ლეგენდა _ ზღაპარი.ესა მწყინს, ესეთ ფიქრებმაგამამირიეს ჭაღარი.
ბაიაშვილი იოსებ

ბაიაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი