პოეზია · ლირიკა
პაროდია გოიმების გასაღიზიანებლად
იგი საკუთარ სულში იქექება,როგორც ნაგავშიდა ყველაზე შავბნელი აზრებითთავს იწონებს,რადგან ნამდვილი პოეზიისათვისსაჭიროა თურმე პნევმატური დგუშიდა ყველაზე მახინჯი ხატის გამოფენა,რათა მკითხველს აგრძნობინოს: _რომ ბრიყვებს სწამთ მხოლოდ ღმერთის და რომ დედამიწანაკელის დიდი ბურთია,სადაც ადამიანები მრავლდებიან ხოჭოებივით,სადაც ადამიანის ცნობიერს და არაცნობიერს შორისგაბმული ძაფები _ერთადერთი ჭეშმარიტი "ატეესია",რითაც ეგო უკავშირდება საკუთარ წიაღსდა რომ სიტყვებიც და მისი გამომგონებელიცსრულიად ზედმეტი ფუფუნებაა,რადგან, რაც სიტყვათა კავშირით წარმოიშობაან, თუ გნებავთ, იქმნება, მეტად საშიშია,რათა არქეტიპმა არ წამოყოს თავიდა, საერთოდ, პროვინციონალიზმია სიტყვებითგრძნობების, მეტადრე აზრების გამოხატვა.სიტყვა იმისთვის არსებობს, რომდაიშალოს ბგერებად,უკეთეს შემთხვევაში, სიამის გამომხატველშორისდებულებად,ოღონდ სიამეს არ უნდა მოჰყვეს ბავშვი,რათა ყველაფერი მემილიარდედ არ განმეორდეს.მის ტვინში ცხოვრობენ სიტყვები _ ჭიანჭველები,რომლებიც გამუდმებით შრომობენდა ყველა დროიდან ეზიდებიანათასგვარ სისულელეს,იგი მათ დასახოცად ეძებს საწამლავს,რათა საბოლოოდ განთავისუფლდეს გონებისგან,რომელიც იმდენად ზედმეტია, იმდენად ზედმეტიაამ სულელებისგან გარემოცულ სამყაროში,როგორც ძველი პოეზიის ცრემლნარევი სიბრძნეკახპისთვის, მექანიკურ სათამაშოსავითრომ ხტის ფულით დაქოქვის შემდეგ.მთავარია, სხეულის სანაგვიდანახალ-ახალი სახეები ამოქექოსდა პრეზერვატივის პარაშუტით დაეშვას იქ,სადაც არაერთხელ დაშვებულა.აზრი იმაშია,რომ არაფერს აზრი არა აქვს,მხოლოდ ხმოვნებში იმალება მუსიკა,თანხმოვნები უსიცოცხლო კენჭებია,სადაც მხოლოდ ათასწლეულების მიერჩაწნეხილი სიჩუსე განისვენებს.…და რადგანაც ჩემი სიამემხოლოდ ხმოვნის ღიობიდან აღწევს გარესამყაროში,მეც იმ ღიობში მივძვრები მუდამ,როგორც სხივი ჭუჭრუტანაში…ამ ბებერი შედარებისთვის გთხოვთ პატიებას,უნებლიეთ მოწყდა ბაგესდა ჰაერში გაუჩინარდა.ჰაერი ვეღარ უძლებს სიტყვებს,აღარაა სიტყვებისათვის ადგილი ჰაერში,რადგან სიტყვები მაინც ვერაფერს ცვლიანდა ჰაერშივე ითხრიან საკუთარ საფლავებს…