პოეზია · ლირიკა
მზის სხივი
მზის სხივი, კვამლი დამწვარ ფოთლების,ფოთლების... ფოთლების...სხედან ჩრდილები ძველ აივანზე -"გადარჩენილი ეშაფოტლები".გუბეები და ბრწყინვა სარკეთა,სარკეთა... სარკეთა...ფიქრის ჯურღმული ბინდის შემვსები,სულ მარტო ყოფნა, ანუ განკვეთა.და გუბეებში ჩიტები განბანილი,ბრწყინვით განბანილი, ბრწყინვით განბანილი,ჩამწკრივებულან ასო-ნიშნებადდა მე ვკითხულობ ძველი ანბანივით.უთვალავ მსხვერპლს და მილიონ ტირანს,მილიონ ტირანს, მილიონ ტირანსსძინავს მიწაში, იქ, სადაც ახლასძინავს პროფესორ გილიოტინას.