↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მკათათვე

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13544 ნახვა

—
ჩამოცხა, დადგა მკათათვე,შრიალებს ყინა სამკალი,გზებზე ყიჟინა გაისმის,მზის სხივზე ელავს ნამგალი.
გაისმის ურმის ჭრიალი,გრგვინავენ კომბაინები;ცვივა თავთუხის მარცვალი,ცას სწვდება ნამჯის ზვინები.
ერთვის "ჰოპუნას" ძახილიმოხუცთა "ჰეკა-ოკასა",კალოები და საბძლებიოქროს სხივებმა მოკაზმა.
ველს მოსდებია სოფელი,შრომობს დიდი და პატარა,ყველას თვალები უბრწყინავს,ყველა მზის შუქით გამთბარა.
მზიაც აქ არის... ნათელამხარში უდგება ავთანდილს,რომ არ დაკარგოს ქვეყანამოქროს არც ერთი თავთავი!
1945 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი