პოეზია · ლირიკა
ტბეთის ტაძარს
მინდა შენს ქვებს ვეფერო,ვაზის ჯვარის სადარო,სულის მაცხოვნებელო,ტბეთის დიდო ტაძარო.ღვთაებრივი ფარდაგითმრევლს ყოველთვის ჰფარავდი,ჰქონდათ შენი იმედიერგეს, კირნათს, მარადიდს...უფლის კვართით დაწინდულსაქართველოს შვენოდი,გარბევდნენ, ვერ გშველოდი.მითხარ, ვის მოვეფერო,მითხარ, ვის გავუჯავრდე,აღსდგე, ვთქვათ, გურიიდან,ზარზმა – არტანუჯამდე.საბა ეპისკოპოსისვხედავ დიდ ეპარქიასსიზმარში და მივტირი,რაც დღემდე დამკარგვია.ახლა ასე, შორიდან,შენს ხატს უნდა ვეფერო,სულის მაცხოვნებელო,სალოცავო ბებერო.სალოცავო მზეგრძელო,ვაზის ჯვარის სადარო,სათნოების მთესველო,ტბეთის დიდო ტაძარო.წუხდი, ჟამით დაბინდულს