↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსიყვარულოდ

გეთიაშვილი რეზო

2009-08-121 წთ საკითხავი11713 ნახვა

—
იცი, რომ ოდესმე ზღვაც იქნები,შიში სიცოცხლის და მაგნოლიის,მოგსვამ, წმინდანივით განცვიფრდები,აშლილს, წვიმიანს და მარილიანს.
იცი... ქვიშიანი ღამეები,თუმცა სიმშვიდეა ერთიციცქნადა ცაც გუთანივით გამოგვაბესრაღაც წარსულების ასაჩიჩქნად.
რაღაც უცნაური ამინდიადა შენ - დაკარგული ალბატროსიდა დღე - გათელილი სიმინდები.ხომ არ ჩაგეძინათ, ქალბატონო.
და ცრემლს... მაპატიე გადახვევა,იქნებ გეშინია საქანელის.რაღაც შთამბეჭდავად დაგახველადა მზე და მკლავები - ხაფანგები
ვიცი, რომ გრძნობებიც ზღვა იქნება,ცხელი, შიშველი და გაწოლილი.ჯერ კი დაკარგული სამი დღეადა რტო გუშინდელი მაგნოლიის.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი