↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქავე გელ

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11713 ნახვა

—
და დღე, რომელიც თითქოს იყო, ამის მერეადა თვალებიდან თვალებამდე მზერა, ბორანი,ქავე გელ, მაინც რიოში ხარ და გალერეაყველა სინაზის, ყველა ნაკვთის, ყველა მორალის.
ქავე გელ, სადმე დაგიგებდნენ ხაფანგს, მაკაგონს,სადმე ზღვისპირა სასახლეში, სული გერევა,ქავე გელ, ცოტა, ცოტა რამე უნდა დაკარგო,რომ შენს თოვლიან ღამეებზე შედგნენ ბერებად,
რომ გეას ვერხვი გაუჩრია, როგორც სიგარა,რომ შემიყვარდი და ცხოვრება უნდა მოვწიო,ქავე გელ, მოვკვდე, სურვილია ქარის სიგანედა გრძნობებია უფრო მშრალი, უფრო ნოტიო.
ჯერ ერთი, მხრები - მირაჟები, მერე მეორე:შენ რიოში ხარ, გალიაში ერთი წამისა,ქავე გელ, ბინდში ტუჩებსიქითს ღიმილს შეურევდა შენი ნების, შენი ხვედრის შესაბამისად,
დღეს სამარტვილეს აგიშენებს ღამე არშუშა,ქაველ გელ, სანამ ჩამოდგება ცარცის ვაგონი,პატარა ადგილს მოგიძებნი მღვრიე წარსულში -უხაფანგებოს, უტკივილოს, უმაკაგონოს.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი