↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ხომ დამიტირებ დაუძლურებულს?" (მთარგმნელი: დათა აჯიაშვილი)

ბაირონი ჯორჯ

2019-05-131 წთ საკითხავი1836 ნახვა

—
ხომ დამიტირებ დაუძლურებულს?გთხოვ, გამაგონე კვლავ ეგ სიტყვები,რა, მოიწყინე? მაშ, გევედრები -კვლავ ჩემზე ფიქრით ნუ დაიღლები.
დამძიმდა გული უიმედობითდა ძლივსღა სუნთქავს მკერდი წვალებით,როცა მოვკვდები, სასუფეველთანშენ მეყოლები მტირალ თვალებით.
ხან მეჩვენება, მბჟუტავი სხივითნათდება, თითქოს, ტანჯული სული,წამით, ტკივილი ქრება ყოველი,რამეთუ ვიცი, ჩემთან ხარ გულით.
დალოცვილ იყოს ყოველი ცრემლი,რომელიც ჩემთვის შენ ჩამოგვარდა,ვისაც არასდროს არ უტირია -ის ძვირფასია მისთვის ორმაგად.
ძვირფასო! ისე, ვითარცა შენსას,ერთჟამს ჩემს გულსაც ათბობდა ვნება,ახლა კი, უკვე სნეულს და უძლურსაღარ სჭირდება ხიბლი, მშვენება.
ხომ დამიტირებ დაუძლურებულს?გთხოვ, გამაგონე კვლავ ეგ სიტყვები,რა, მოიწყინე? მაშ, გევედრები -კვლავ ჩემზე ფიქრით ნუ დაიღლები.
ბაირონი ჯორჯ

ბაირონი ჯორჯ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი