პოეზია · ლირიკა
დამეტი (მთარგმნელი: დათა აჯიაშვილი)
ვითარც ჩვილი უუფლებო, წლებით მხოლოდ ბავშვი, ბიჭი,მის გონებას წილად ერგო გართობის და ვნების ნიჭი;სულით ურცხვი, არ ჰღაღადებს კეთილმოსურნეთა რწმენას;ეშმაკივით მატყუარა, ემოწმება ცრუთა ენას;პირფერობის ხელოვანი აკვნადყოფნის ასაკიდან;ცვალებადი, ვითარც ქარი, მონაბერი მაღლა მთიდან;ქალწულთა და მეგობართა სიცრუით აღმავსებელი;სკოლიდანვე ტყუილების ოსტატი, დამფასებელი;დამეტია, - უზნეობა მაღლა ცამდე ვინც ასწია,გაცილებით სხვებზე ადრე მის მწვერვალებს მიაღწია;მაგრამ ვნება, ერთადერთი მბრძანებელი სულის მისი,აიძულებს კვლავაც შესვას განცხრომათა ცრუ სასმისი;ავზნე ჟინით შეპყრობილი, ჯაჭვის რგოლებს წყვეტს ძაფებად,და დამღუპველ სასმისს კვლავაც ის განცხრომით ეწაფება.