↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * განსაზღვრულია დასაბამიდან

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი27000 ნახვა

—
განსაზღვრულია დასაბამიდანჩვენი გზები და ხასიათები...ერთხელაც ბედის-წერა ამიტანს,მოგზაურივით ავწრიალდები,ზღვას მივენდობი,როგორც მეკობრე,საკუთარ სულშ წარსულს საყვარელსდავმარხავ,როგორც ძვირფას მეგობარსმეზღვაურები ზღვაში მარხავენ.სიტყვა იქნება ჩემი შინაყმა,იგი ნაპირზე გამიყვანს გვიან,მაგრამ ვერაფერს ვერ დავინახავ,ვიდრე თვალები მექნება ღია.სხვებს გადასხამენ გემიდან გემშიდა მე სათქმელი მექნება მათთვის,მე არ მექნება თვალი და გეშისარკეზე უფრო გულგრილი მხატვრის.მხოლოდ პირველი ნაბიჯი მიმძიმს,როგორ გავენდო დღეებს ხვალინდელს:საით არ უნდა წავიდე - ვიცი,მაგრამ არ ვიცი - საით წავიდე.1962
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი