↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)

კიპლინგი რადიარდ

2007-04-132 წთ საკითხავი393 ნახვა

—
თუ შეგიძლია შეიკავო თავი, როდესაცშენ ირგვლივ ყველა თავს კარგავს და ეს შენ გბრალდებადა თუ თვითრწმენას ინარჩუნებ, თუნდაც მოგესმასეჭვის ხმა - და თან ამ ხმისათვის ყურის დაგდებასშეძლებ. თუ ელი და ლოდინი ლოდად არ გადევს,თუ გატყუებენ და ტყუილის ხლართებს ირიდებ,ხარ საძულველი და სიძულვილს თავს არ უყადრებ,თან თვალს არვის სჭრი და არც სიბრძნე გცვივა პირიდან:
თუკი ოცნებობ და არ გექცა ოცნება ვნებად,თუ გეგმავ, მაგრამ არ გმართავენ შენი გეგმები,თუკი იგემებ დიდ მარცხსა და დიდ გამარჯვებასდა სატყუარას მათსას თუ არ წამოეგები;და თუკი იტან, შენ წრფელს სიტყვას, აზრშეცვლილს განგებ,არამზადები სულელებს რომ უგდებენ ყბაშიდა სულ მოითქვამ, მისდგები და ხელახლა აგებ,როცა დანგრეულს ხედავ იმას, რისთვისაც დაშვრი.
თუკი ერთ დღესაც ხელს დაავლებ მთელს შენს მონაგებსდა ბედისწერის კამათელზე შეაგდებ მშვიდად,ისე წააგებ - არ დატოვებს ღიმილი ბაგეს,დაიკაპიწებ ხელებს მერე - ხელახლა ქმნი დაუბრძანებ შენ გულს, შენს ყველა კუნთს, ყველა ძაფს ნერვის -განაგრძოს თმენა, მოძრაობა, განაგრძოს ფეთქვა,თუ მედგრად დგახარ, მაშინ, როცა, ყველაზე ბევრი,ნებისყოფა თუ ჩაგჩიჩინებს: ,,დადექი მედგრად!“
თუ შეძლებ იყო ხალხში, მაგრამ არ აჰყვე მასებს,მეფესთან ჭრიდეს შენი სიტყვა და დარჩე სადად;თუკი ვერც მტერი, ვერც მოყვარე ვერასდროს გაგსრესს -მათგან ყოველთვის შორი-ახლოს იდგები რადგან.და თუკი შეძლებ, შეაჩერო სამოცი წამიყოველი წუთის - მთვრალმა მათი მშვენების განცდით;შენი იქნება ამ სამყაროს ხმელიც და წყალიცდა, უფრო მეტიც, ჩემო ბიჭო, - გერქმევა კაცი.

კიპლინგი რადიარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი