↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიდის ცხოვრება

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8601 ნახვა

—
მიდის ცხოვრება და არ იცოდებსსოფელს, სიცოცხლის შუქით მოფენილს,წუთით ვართ სოფლად, მიტომ უწოდესალბათ სოფელსაც წუთისოფელი.
მე უკვე ვხედავ, საფლავს მითხრიან,სიკვდილი გამსრესს სადმე კედელთან,ის ხომ ვერ არჩევს, როგორც იტყვიან,სულელთ და სიბრძნის ოქრომჭედელთა.
და ეს ცხოვრება გაივლის ასე,ბევრ სატიალეს გაატიალებს,და მე მჯერა, რომ ჩემს გვარის თქმაზე,ენას მოიმტვრევს მემატიანე.
მაინც შემაქებს სიტყვის შესევით,იტყვის: ,,გავიდა შემდეგ რა ხანი,რაც არ გვსმენია მისი ლექსებითსიხარულის და ჯავრის ჯახანი “.
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი