↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იმ ნეტარ ღამეს, მშვიდს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
იმ ნეტარ ღამეს, მშვიდს, იდუმალს, გამოუცნობელს,ოდეს ცა მიწას მოუთხრობდა განვლილ სიამეს,რა ნეტარებით გავცქეროდი მძინარე სოფელს,რა ნეტარებით კვლავ ვიგონებ იმ ნეტარ ღამეს.პირველი კოცნა... მთვარის შუქი... ხეების ჩრდილი,მდინარის ოხვრა, ცელქი სიო, ჩურჩული წყნარი...ოჰ, სად გაფრინდი... რად მომიკალ ყრმული ღიმილი,იყავ კურთხეულ, ვინც წამართვი წრფელი სიზმარი.იმ ნეტარ ღამეს, მშვიდს, იდუმალს, გამოუცნობელს,ვარსკვლავი ვარსკვლავს მოუთხრობდა განვლილ სიამეს.რა ნეტარებით გავყურებდი მძინარე სოფელს,და როგორ ოხვრით აწ ვიგონებ იმ ნეტარ ღამეს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი