პოეზია · ლირიკა
ისევ “სამება”
გადაფასდა სახლები, შეიცვალა ბალანსი,მაკლერები გაებნენ ათას ხათაბალაში.ზედა - ქვედა სართულებს ალმაცერად დაჰყურებს:მეცამეტე ტრაბახობს, მეთექვსმეტე ახურებს.უცებ გადანაწილდა თითქოს უფლის უფლება:გათამამდნენ, წამოჰყვეს თავი გარეუბნებმა.გაჯიუტდა მაზანდა, ვეღარც შეევაჭრები,აღმოსავლეთისაკენ შემობრუნდნენ ფანჯრებიდა დაჭყიტეს თვალები: იისფერი ნისლიდანჩუმად ამოოქროვდა, ჩუმად ამოიზიდა, -და ნუ მეპატიჟები: მოსვლა დამეზარება,შენი აივნებიდან თუ არ მოჩანს "სამება".