↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბოქაული

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-132 წთ საკითხავი12802 ნახვა

—
მინამ ქვეყნად გაისმოდა„ერთობა და სიყვარული!“ჩვენმა მცველმა ბოქაულმაარ იცოდა სიბრალული.მუშტით, ჯოხით და მათრახითხლხსა სთიბდა ბოქაულიისე, როგორც მოსულს ყანასკარგი ცელი მოფხაული.მაგრამ როცა ხალხი ნახაყოველ მხრიდან მოზღვაული,იძახოდა: „ძირს მთავრობა,ნაჩალნიკი, ბოქაული,სუდიები, მინისტრები,ტანსაცმელით მოქარგული!“პირში ლანძღვენ როგორც ბალღსა;მაშინ ჩვენი ბოქაულიკრავად იქცა უვნებელად,დადის ოთხად მოკაული.ხალხთან ერთად „ძირსო“ ჰყვირის,ჰფიცავს გულში მუშტის ცემით:„თქვენ ი ძმა ვარ“, და პაგონებსიხსენიებს კრულვით, წყევით.წამოდგება მაღლობზედაამაშფოთვარ სიტყვა-რჩევით.„თქვენთვის, ძმებო, მზად ვარ მოვკვდე,დავიტანჯო, გავიყიდო,ცოლ-შვილი თავს შემოგავლოთ,ყელზე ლოდი დავიკიდო!“ხალხიც ამბობს: „გამოკეთდა,დრომ შეცვალა... ნამდვილია“.ერთმა ბრძენმა ვერ იფიქრა,ვის ნაწურთნი გაზრდილია.საცა ხვალს ხრავს,ძაღლი იქ ჰყეფს.ეს ვერ იგრძნო, ვერ გაიგო,მიტომ მოხდა, ბოქაულმაუარესად დღეს აგვიკლო.ხალხის პირი დაქუცმაცდა,დანაწილდა და გაიყო,უკან-უკან დაიხია,სასიკვდილოდ ვინც მზად იყო.რეაქციამ გაიმარჯვა,ბოქაულიც გამოცოცხლდა,სათვალთმაქცო სამოსელიგაიხადა, გამოცოცდა.როგორც გველი, გვეტევება,არა გვზომავს მოსაშხამად.დღეს გავიყეთ, თავში ვიცემთ,ძმა რომ დაგვდევს მოსაკლავად.ვნანობთ, მაგრამ რა იქნება!აღარ გვიძმო, მოგვაღორა,დღეს თვალებსვე გვიბრიალებს,ზურგში კეტი მოგვაყოლა.ძმად-ნაფიცი მეგობრებიწუთისოფელს მოაშრა.გონს მოვედით, დღეს-ღა ვამბობთ:ნუ ვენდობით ბოქაულებს,ნურც იმათ ფიცს, ნურც საძმოდაშემოწირულს ორ შაურებს.სწორე უთქვამთ ცხონებულებსმამა-პაპას საგძლად ყურის:„ძაღლი იმის ერთგულია,ვინაც სწურთნის, ვინც პურს უყრის“.
1906
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი