პოეზია · ლირიკა
ავტოპორტრეტი
ვარ აზიელი; ამებურდა სიზმრებით თვალი;კვლავ ეკვატორი მეცხადება; ხაშმით მაბრუებს;ლომები ზანტით დაეძებენ, დაბურულ ღრუებს,მძიმე თათებით ცხეელ სილაზე აჩნდება კვალი.ინდოეთის წინ მოვიხადო მსურს ჩემი ვალი;სადაც კერპები თვალჩასმული დასცქეერნ რუებს;ჩრდილოეთ ზღვების მარტოობა შავათ მაყრუებს;ათასი წლები, Auto da fe, გზები უვალი!
ქვეყნიერებას მოვევლინე ცხვირგატეხილი,ფერმკრთალი სახით, ხორციანი სქელი ტუჩებით;ვატარებ ლორნეტს, დავიდარდე დიდი ქუჩებით!ახ ნეტავ ქრისტეს ჩემი გული გადაეხილა -თუ ვიქნებოდი მუდამ ასე, ცოდვილი. შავი,მე ავზნიანი, დღენაკლული და საცოდავი!