პოეზია · ლირიკა
ზღვის პირას
პატარა ბავშვის ტერფების კვალინამიან სილას ზღვის პირას აჩნდა...მე თითქოს წამით ამეხსნა თვალიდა ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით,როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა!ვიდექი მარტო. შორიდან ფრთხილადმოდგა სიჩუმე და გულში ჩაჯდა.ვხედავდი პირველ გაჩენის დილას...და მხოლოდ სილას, ნამიან სილას,პატარა ბავშვის ტერფები აჩნდა...