პოეზია · ლირიკა
დიდ გზასთან
პატარა ღრუბელს, დარჩენილს მარტოდ,მისდევს სილაზე მსუბუქი ჩრდილიდა მთელი არე სუფთა და ფართოსუნთქავს დამტკბარი მზითა და დილით.და თითქოს წამით, წვეთად ქცეული,ზეცა და სივრცე გულში მეღვრება!სითბო, მაღლიდან გადმორხეულიმიწას და სხეულს ჩემსას ეკვრება.თვლემს ყოველივე, ნიავი გრილისხივებს აჟღერებს ოქროს სიმებად.ვზივარ უძრავად, ვარ თავდახრილი,დიდ გზას გავყურებ და მეღიმება.