პოეზია · ლირიკა
ივანე მარაბელს
შენ დაგეუფლენ კოშმარები გამხდარ ხელებით;კუდიანებმა როგორც მაკბეტს დაგასხენ რეტი;იწოდი მარტო სილამაზის ცეცხლის ნაშრეტი;დაგსდევდა ღამე ამღვრეული მძიმე ხველებით.
წუთების ტკივილს შენ ითმენდი ბრაზ გახელებით;მთვარით დახაშმულს მოგიწვევდა ხმალში ჰამლეტი;ალბათ სიგიჟე დაგემუქრა შენ სიდამბლეთი;და სიყვარულმა გაგაფითრა ციებ-ცხელებით.
მწვანე ვარსკვლავთა შენ გხიბლავენ ნაზი ფანდები;და ბევრი ღამე ჩაგესვენა იდუმალებით,როს ლედი მაკბეტ შეგიყარდა ჩუმი წვალებით.
როდესაც მთვარე დაიფნტა წირუზ ლანდებათ,შენ ოფელიამ გადაგხურა დალალ-კაბები,და ამ ქვეყანას გამოგტაცა სათუთ მკლავებით.