↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავზნიანი ქალაქი

ნადირაძე კოლაუ

2001-12-121 წთ საკითხავი2404 ნახვა

—
მე ხშირათ მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი;ატალახებულ ქუჩებს მივჰყვები, ვუცქერ უკბილოთ დაღრეჟილი სახლებს.ხარბათ დავეძებმახინჯ სახეებ,მკლავებში მახრჩობს მე ვიწრო კვალი ავზნიანი დაცოდვებით მთვრალი.
ავათმყოფ სახლებს, ათაშანგით პირდაჭმულ ქუჩებს,აკმევებს სურნელს სამიკიტნო ღვინით ხაშით,გიჟდება ღამე ართნის რწყევით,ზურნით და ტაშით,და ცა ლოტბარი შავათ მორთული, ქურდებს დამკვლელებს გამოსვლას ურჩევს.
ბნელ სახლებიდან გამორბიან ჭითლათ ქალები,როგორც რომ ჯარი დამარცხებული, მათხოვართხროვა ბრუნდება სახლში.ჯამბაზობს ვნება ავათმყოფ ხალხში,აქცევენ ბალღამს ქვაფენილებზე ქუჩის მნათობთათეთრი თვალები.
და მეც ქალაქში დავსეირნობ გიჟთა მხედარი.ჩემს წინ ქვშერდომთ გაუმართავთ შავი პარადი.ჩემი ტკივილი შეიქნება აწი მარადიდა იარები ყველასათვის შესახედარი.
ნადირაძე კოლაუ

ნადირაძე კოლაუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი