პოეზია · ლირიკა
ფიქრი კრწანისზე და მანანა ორბელიანზე
განა არ ვიცი, განა არ ვხედავ,რომ სხვა დროების ჩამოდგა ჯერი?!მაგრამ რად მტანჯავს ეს ფიქრი ნეტავ,და, რაც არ მოხდა, ის რატომ მჯერა?როცა ბრძოლების დაჰქროდა ქარი,როცა კოშკიდან კრთოდა მანდილი_მაშინ დაშნების რეკავდა ზარი,და სულ სხვა იყო გულის წადილი!..კრწანისის ახლოს ჰყიოდა გედი,ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს...სხვა რა მოხდება იმაზე მეტი _რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?მაშინ ეგ სახე მენახა ნეტავ,ნეტავ შენი ხმა მე მომესმინა,როცა ტიროდა ქართველი დედაიქ, სადაც სამას არაგველს სძინავს!ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბოდა მარგალიტისფერი სხეულიწარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს _გულში რომ არის ჩამონთხეული.ოღონდაც ერთხელ მაინც მენახაშენი მანდილის მაღლიდან რხევა,გამევლო ღამით ჩუმი ვენახიდა კოშკის კარი გაეღო მხევალს...დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდებადა ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი, _ჩემი ოცნებაც გედივით კვდებადა იფარება სათუთი ფიფქით.კრწანისის ახლოს ყიოდა გედი,ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს...სხვა რა მოხდება იმაზე მეტი,რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!