↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შალვა კარმელს

ნადირაძე კოლაუ

2001-12-121 წთ საკითხავი2388 ნახვა

—
გადაგაშენა ზამთრის ობლობამ
შენ უნაზესო, მორჩილო ღვთისა
და ვერ გიშველა შენ ჩვენმა ძმობამ
და ვერც ალერსმა სამშობლოს ცისამ
დაცვივდა ფერფლად შენი სხეული,
ღონე მიხდილი ბევრი წვალებით,
მაგრამ ამ ჯვარცმით გადაქცეული
გვიყურებ სულში წმინდა თვალებით.
შენ გაიარე, ვით მოჩვენებამ
და პოეზიამ დაგადნო სწრაფად.
მაღალი ტანჯვის ღვთიურ შვენებამ
დაგასნეულა და დაგწვა მძაფრად.
და ეხლა სხვა მზე მოფრენილს ბედით
შენს სულს განწმენდის ალერსით იღებს
და სიყვარულის უტკბესი დედა
შენ ღვთისმშობელი კარებს გაგიღებ
ნადირაძე კოლაუ

ნადირაძე კოლაუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი