↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფადიმე

ნაფეტვარიძე გიორგი

2024-05-121 წთ საკითხავი471 ნახვა

—
ნუ მოვიგონებთ მტრობას ადრინდელს,მე ხომ არ მმართებს სისხლი აჭარლის,ნუ გაიკვირვებ ჩემო ფადიმე,თუ არც მკვლელი ვარ და არც ლაჩარი.
რომ ქართველი ვარ და შენი ენათუ მესმის ახლა,როგორც ზღაპარი,აბას პირველმა გვაწამა ჩვენაც,ფერეიდანში მყავს წინაპარი.
ბევრჯერ გულიდან სისხლი გვადინეს,ადრე დაგვფარა დარდმა ჭაღარით,ქართველ ასულთა წმინდა მანდილებსჩეხავდა ხმალი ნაყაჩაღარი.
მე არ მივტირი ძველს და უნაზესსდა მიყვარს თქვენი შავგვრემანები,მოვალ,ამ ზაფხულს დავრჩები ზღვაზედა მეც აჭარელს დავემგვანები.
ნუ გავიხსენებთ მტრობას ადრინდელს,მო,გახდი ჩემი დასაფიცარი,ლექსი არ გიყვარს თურმე ფადიმე,მაგრამ,ამ ლექსს ხომ მაინც ისწავლი?

ნაფეტვარიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი