პოეზია · ლირიკა
ანდრია სინაურს
ანდრია სინაურს
ანდრია,ჩემო,ანდრია,კარგო,მე შენთან ყოფნა მესალბუნება,წავიდეთ სადმე,გადავიკარგოთ,წავიდეთ სადმე,დაუბრუნებლად.ვეძმოთ უღრანებს,ვეძმოთ არწივებს,ვეძმოთ ჩანჩქერებს,კლდეებს,ნაპრალებს,მთაში დავხარჯოთ ეს სიყმაწვილე,და ძმობის ვარსკვლავს ნუ გავაპარებთ.დავხოცოთ ჯიხვნი,ღამენასვამნი,გავხდეთ ყაჩაღნი,გავხდეთ ურჯულო,დავწვეთ მუხებთან და ვაჟასავითფოთლებს,ნიავსდა ტყეს ვეჩურჩულოთ.