↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "აკაკის სიკვდილი"

ნაფეტვარიძე გიორგი

2024-05-121 წთ საკითხავი463 ნახვა

—
ხალხი მღეროდა აკაკის ლექსებს,ბროლოვით სუფთას,აზრივით სადას,ჰგავდა პოეტი კრწანისის ველზეხმალგადატეხილ უჯარო სარდალს.კვდებოდა..მაინც უსისხლო ხელითმოჩრდილა მისი ნაწილი ცისა,ალბობდა თურმე ცრემლებით ცხელითგულ-მკერდზე დაფშვნილ მშობლიურ მიწას.ელანდებოდა ნესტანის რიდე,იფერფლებოდა და არ დნებოდა,ელანდებოდა თამარი კიდევდა საქართველო ელანდებოდა.ეძახდა ვაჟას-რაზიკაშვილოშემინდე წყენა,გულში თუ ჩაგრჩა!ნატრობდა თრთოლვით ხელებგაშლილიბაკურის ხმალს და ერეკლეს ჩაჩქანს.ის მოკვდა,როგორც ვარდობის თვეშიდა სიმღერებში ტბის გედი კვდება,ქართული ლექსის სიტკბო და ეშხიდარჩა ლერწამში მის სადიდებლად.ვაჟასთან ერთად ლექსს აბარებდაანდერძს ცახცახით და შთაგონებით.მე მივალ ახლა მათ სამარესთანდა მუხლმოყრილი ვეამბორები.

ნაფეტვარიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი