პოეზია · ლირიკა
ჩემს ლანდს
მუდამ ერთად ვართ განუყრელად, დაუცილებლათ, -საბრალო მუნჯო, ჩემო ლანდო, მორთულო თალბით;ჩემი აქ ყოფნა გაგიხდება სანანებლათ;აქ არვინ ხარობს ჩემ შეხვედრით და ჩემი ნახვით.ცბიერობ მარად გსურს გაიგო ჩემი აწმება:გინდა მიამბო ქვების სევდა, სურნელი დუკუს.იტანჯი მალვით და გაშინებს შენც დაღამება;ჰკანკალებ ჩუმათ როს გაიარს ლანდი სიკვდილის.როდესაც დაღლილს აღარსად მაქვს გზა წასასვლელიდა ვეღარ შევსძლებ გამოუცნობ შიშის ატანას,გავრბივარ შენგან: მეჩვენება ჯალათი, მკვლელი,და თრთოლით ველი, რომ ბეჭებში დამარტყმა დანას.მაშინ ეს ქუჩაც ფეხს აიდგამს, გამოიქცევა,შავი სახლები დასაჭერათ მიწვდიან ხელებს;ავ მოჩვენებით ეს ქალაქი გადაიქცევა,გამომაკიდებს მთვარეულებს და თავის მკვლელებს.ვიცი, რომ ვიართ კიდევ დიდხანს ჩვენ ქვეყანაზე.უნიჭი პიესის - ამ სიცოცხლის ორი მასხარა,ქუჩის ძაღლები გვიტირებენ ხელის გახსნაზე,რომ ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ აქ ღვთის ამარად.