↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ტყუილუბრალოდ წყრებით"

ლანჩავა თეიმურაზ

2026-07-181 წთ საკითხავი1060 ნახვა

—
ტყუილუბრალოდ წყრებით,მე შევეჩვიე ლოდინს,გათეთრებულხართ წლებით,აღარც კი მახსოვს როდის...როდის გიყვარდით, გენდეთ,მტანჯეთ სულით და ხორცით,არ გიკითხივართ დღემდე,იუდასავით მკოცნით.სიტყვა გამხდარა ჭირი,დუმილი ოქროდ ფასობს,ნარინჯისფერი მძივიმე გისახსოვრეთ, გახსოვს?შემოგთავაზებთ ამბებს,ცეცხლს, ნაცრადქცეულ ბუხრის,დასამშვიდებელ აბებს,მარტოობის და მწუხრის.თავს შეგახსენებთ ხვნეშით,რომ ვერ შემნიშნოთ, ვინძლო,იქნებ გავცოცხლდე თქვენში,გაგახსენდეთ და მიგრძნოთ.

ლანჩავა თეიმურაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი