↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ხელს გიწვდი"

ლანჩავა თეიმურაზ

2026-07-181 წთ საკითხავი1069 ნახვა

—
ხელს გიწვდი, მიცინი შემკრთალი,გონება გკარნახობს გაერთო,შენ მთვრალი, მე მთვრალი, შემთბარი,განწყობა მღვრიე და საერთო.ცეკვაში დაცხრა და განელდავნებები, მოვთოკეთ, ავმჩატდით,თვალნათლივ არ ჩანდა გარედან,ერთმანეთს თუ როგორ ვტანჯავდით.ხელი არ გამიშვა, ვბარბაცებ,თვალები მაცდურად ციმციმებს,ერთმანეთს იმპულსებს გადავცემთდა ბოლო ეღება სიცივეს.შეახე თითები, ცხელი ხარ,თვალებიც სხვაგვარად გაბრწყინდეს,ვიღაცამ რომ არ თქვას ცრემლი ხარ,სიმშვიდე რომ გადანაწილდეს.აღსრულდა... დასრულდა... მოეშვი,ვიპოვეთ საშველი, ვნებივრობთ,მოგყვები ვნებების მორევში,სიცოცხლე რომ გამაგებინო.ჩვენს ირგვლივ ჭორები, ქაოსი,ვერ ვთოკავ, ფეხები როკავენ,მადლობთ, რომ შემისვი... ჩამომსვი,ჩამომსვი, სანამდე მომკლავენ.სიშიშვლე მოცოცავს ბუღიდან,მოცოცავს, ანათებს, მოცოცავს,ნეტავი წვალებად თუ ღირდა,ერთი დღე გაგვეყო ორ ცოცხალს.

ლანჩავა თეიმურაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი