პოეზია · ლირიკა
*** "მიასვენებდნენ მინდვრები"
მიასვენებდნენ მინდვრები ქარებს,ქარებს თან ახლდათ სურნელი მინდვრისდა შებინდების ბურუსით მთვრალებსთრთოლვით მიჰქონდათ სიმშვიდე იმ დღის.შემორჩენოდა სინათლედ მოცვიკბოდეს და შაშვი კენკავდა მარცვალს,მოცვის სიწითლით ღვიოდა ბორცვი,შეგუებული დღეს ვნებით დამცხრალს.მიასვენებდნენ ქარები ფოთლებს,წაშლილ სიმწვანის ფერშეცვლილ ჩანჩქერს,დგებოდა ჟამი, როცა სიმშვიდემარტოობას და საფიქრალს გაჩვევს.