პოეზია · ლირიკა
* * * "დაბერდა თვალიც..."
დაბერდა თვალიც, ოღრაშობს,ახლომახლოში ბალახობს,არ უნდა დატკბე, ოდნავ შორსრაცაა, რომ დაგანახოს.არ უნდა მოგკლას სნეული,შურით გაგთანგოს ვნებიდან,ამოაპაროს სხეულიგახუნებული ჩვრებიდან.არადა კაბის შრიალიგინდა შეიგრძნო ბოლომდი,ადრე შორს იხედებოდი,სულ სხვანაირად ცხოვრობდი.საღერღელს უნდა გიშლიდესკარჩაკეტილი გალია,ხვდები, საბრალო სიმშვიდედაბერებული ქალია.