↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მე მიყვარს ზამთრის"

ლანჩავა თეიმურაზ

2026-07-181 წთ საკითხავი1065 ნახვა

—
მე მიყვარს ზამთრის უსახურ დღეთაწივილი ქარის _ მომტირლის როლში,ცქერა ჩონჩხების, გაძარცვულ ხეთა,მიმოფანტული ჩრდილები თოვლში.დაგმანულ ფანჯრებს და კარებს იქით,როგორ აისხამს ყინვას მძივებად _დღე იანვარის, თოვლის საბანშიფიქრსაც რომ მშვიდად ჩაეძინება.გაძარცვულ სხეულს, შეცივნულ ფიქრებსვუნთივარ, ვათბობ, არ გაიყინოს,ვაფარებ ტუჩებს გათოშილ თითებს,რომ უშენობა არ დაიყვიროს.დამესიზმრება, მოგაქვს ზაფხული,უბე მზითა გვაქს სავსე, გამთბარი,ყვავილთა თოვა გაქვს განზრახული,რომ ააჭრელო ჩემი ზამთარი.აგედევნება სურვილი ჩემიდა თოვლში შენთვის იებს აგროვებს,მშვენიერია, სიზმარში ვრჩებიდა ყველაფერი სიზმარს მაგონებს.მე მიყვარს ზამთრის უსახურ დღეთაწივილი ქარის, მომტირლის როლშიდა საუბარი უშენოდ, შენთანდა სიარული შენს გამო თოვლში.

ლანჩავა თეიმურაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი