პოეზია · ლირიკა
* * * "ზეციდან ცვივა"
ზეციდან ცვივა დაღლილი ფრთებიდა ნარჩენები სევდიან ღამის,ვიღაცამ ხელი გამოჰყო თვლემით,სიზმრიდან მაწვდის ფერწასულ ყვავილს.ღრუბლებზე კიბე მიუდგამს დროჟამს,ადი-ჩამოდის ამ კიბით ფიქრი,მივათრევ ყვავილს _ ნაჩუქარ დროშას,მოლოდინს ვხარჯავ და წამებს ვითვლი.ვემორჩილები ზეციურ სურვილს,საშველს არ მაძლევს სიმძიმე ხორცის,მიწას, რომელიც მაცვია ტანზე,თავდავიწყებით ვიღაცა კოცნის.მაგიურ ძალას, ტუჩების სითბოსკვლავ ამ ქვეყნისკენ მოვყავართ თითქოს,გვიანღა ვხვდები, კი არ ვუყვარვარ,მოწყენილია, თავს ჩემით ირთობს.იქნებ თვითონაც ტანჯვისგან იშვა,ამ ღამის გარდა სხვაც გვაქვს საერთო,იქნება კოცნა ასწავლა შიშმადა შიშის გამო კოცნით გაერთო.იქნებ შიშია ეს ყველაფერი,რაც გვაცოდვილებს, იქნებ შიშია,იქმნება რაღაც მარადიული,დრო უკვდავების მოლოდინშია.სიზმრიდან ცვივა დაღლილი ფრთებიდა ნარჩენები სევდიან ღამის,საკუთარ სისხლის მორევში ვთბებიდა ვყნოსავ ჩემს სისხლს _ ფერწასულ ყვავილს.