პოეზია · ლირიკა
*** "რა მიხარია"
რა მიხარია, გაზაფხული?რატომაც არა,იქნებ ბოლოა, ანდა იქნებსხვა ფერებს მირჩევს,ფიქრები ჩემი ოცნებებისკორტოხზე წვანან,მოიისფერო ჩანჩქერებშიიქნევენ ნიჩბებს.შემოაძარცვეს ღრუბლის ფთილადღეებმა ხევებს,საცაა მთები სიმწვანისგანაყმუვლდებიან,მე შემიძლია მოვუხადობოდიში ხეებს,ხეებს, რომლებიც აღარასდროსაყვავდებიან.რა მიხარია, გაზაფხული?რატომაც არა,იქნებ ბოლოა, ანდა იქნებსხვა ფერებს მირჩევს,ფიქრები ჩემი გაზაფხულისკორტოხზე წვანანდა შემოდგომის ქარტეხილებსუქნევენ ნიჩბებს.