↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნოხჩები

ბაჯელიძე მარიამ

2026-07-182 წთ საკითხავი677 ნახვა

—
მე მეცოდებიან ქალები,კავკასიური პროფილებით,ძვლებზე შემოხვეული შავეულით,მაღლა აწეული ღაწვებითდა თვალებამდე აკრული ჩადრით-არაბუნებრივად გამხდარი ხელებით რომ ეზიდებიანსახლისკენ შეშას.მე მაშინებენ ქალები,კავკასიური პროფილებით,რომელთაც შეუძლიათ-რძე აუდუღონ შვილებს,გადაუსვან თავზე ხელი,იმ საღამოს, ქმრის მკერდზე დამხობილებმაჩაიჩურჩულონ : "სუნ ხო ვეზ!"მეორე დილით კი,მეზობელ მეტროსადგურში აიფეთქონ თავი.მე მაკვირვებენ ქალები,კავკასიური პროფილებით,რომელთაც განუწყვეტლივ უწევთ ახლობლების დამარხვადა სწორედ ამიტომ ვერ იტანენ გათენებასდა მზის ჩასვლასაც, დიდად.ქალები, რომელთაც, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იცნობს მსოფლიო,დამახინჯებული სახეებით...მე მაფიქრებენ ქალები,კავკასიური პროფილებით,რომელთაც შეეძლოთ ეცხოვრათჩრდილოეთით,აღმოსავლეთით,სამხრეთითან დასავლეთით, თუნდაც,მაგრამ დაიბადნენ ოჯახებში,სადაც დედებს ჰქონდათ მათნაირი პროფილიდა მამებს მათზე კიდევ უფრო კავკასიური.მათ იციან,რომ კაბის კალთით წყლის მოტანის ყველა მცდელობა-სრულდება კრახით,მაგრამ მაინც არ ეშვებიან ნაკადულებს.ყველაფრის მერე კი,როცა უეცარი აფეთქებითკიდევ ერთხელ შეახსენებენ თავს გარშემო მყოფთცამდე აბზეკილცხვირიანი ჟურნალისტები ამბობენ:- შეეწირნენ შოვინისტურ იდეებს!- შოვინისტურ იდეებს შეეწირნენ!- იდეებს შეეწირნენ, შოვინისტურს!მე მეცოდებიან ქალები,კავკასიური პროფილებით,რომელთაც, ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილიდუმილში აქვთ გატარებულიდა თითქოს არაფრით ამტკიცებენ თავიანთ არსებობას.
ბაჯელიძე მარიამ

ბაჯელიძე მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი