↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვევა

ბაჯელიძე მარიამ

2026-07-182 წთ საკითხავი682 ნახვა

—
(როის)
ჩამოაფარე ფარდები, როი,ჩააბნელე, სინათლე შემოდის-თვალს ჭრის დედაშენს.ნუ გიკვირს-რატომ ვსხედვართ ამ ყუთის გარშემო,რატომ ტირიან ქალები;ნურც ყვავილებით დამძიმებული ჰაერი გიკვირს.დღეს აქ ყველას ნახავ, როი,ვინც ნათესავია ოჯახის,ვინც მეგობარია ოჯახის,ვისაც ჰაბიტუსით ცნობ, მხოლოდ.გაიზარდე, როი,დიდი კაცივით ჩამოართვი ყველას ხელი,გადააქნიე თავი აქეთ-იქით,მოეხვიე დედაშენს,დიდი კაცივით, როი!ახლა შეგიძლია სიგარეტიც მოწიო-ჩუმად- არა,ყველას თვალწინ.არავინ დაგიშლის.გაიზარდე, როი!უთხარი შენს მეგობრებს:რომ ვერ წახვალ ფეხბურთის სათამაშოდ,რომ სხვა დროს ითამაშებ.არ უთხრა მათ-რომ არასდროს დადგება ეს ''სხვა დრო'';არც შენს თავს უთხრა.ნუ ბრაზდები, როი, შენს დაზე:''კუბო ცარიელია, მამაჩემი მანდ არ წევს,მამაჩემი საყიდლად- წასულია თოჯინის!''ნუ ცდილობ რამეში დაარწმუნო,უნდა და სჯერა,რომ შეგეძლოს- შენც დაიჯერებდი.დღესვე გაუმხილე სიყვარული მეზობლის გოგოს.მესამე დღეა კართან ატუზულა,შიშით გაკვირდება.მოკიდე ხელი, როი,მიიყვანე ზღვასთან.უთხარი: სამი დღეა გიყვარს,რომ სამ დღეში ჩაატიე მთელი ცხოვრება.თუ შესცივდა- არ გაიხადო,თუ ჩაგეხუტა-ხელები არ მოხვიო,თუ გაკოცა-თვალები არ დახუჭო!უგრძნობი იყავი, როი,რა დროს სხვა ემოციაა,სახლში ყუთი გიდგას,კარში ქუდიანი კაცები დგანან(ქუდმოხდილების გვერდით),შენი და თოჯინას ელოდებათავის ოთახში.რა დროს სხვა ემოციაა, როი,სახლში ყუთი გიდგას-მეთქი,იქვე ქალი ზის.გაიქეცი, როი,დატოვე მეზობლის გოგო ნაპირთან,თან ბავშვობაც დაუტოვე.სახლს მოაგნებს, მაინც მოვა.კუბოს რომ მიწას მიაყრიან-იმ ხმაურში გაიგებ მის ტირილს,ყბა აგიკანკალდება.არ იტირებ, როი,დიდი კაცები არ ტირიან!ბოლომდე იდგები საფლავთან,იქვე მდგარ მეგობრებს უბრად გადახედავდა ისინი თავად მიხვდებიან,რომ რაღაც შეიცვალა.სახლში დაბრუნდები და მერე ჩვევად გექცევა-ჩამოფარებულ ფარდებიან ოთახში ყოფნა,სინათლემ რომ ვერ შემოაღწიოსდა შენც,სიბნელეში სკამზე ჩამომჯდარიშენს ცოლს ბოდიშს მოუხდი-მაშინ რომ მარტო დატოვე ზღვასთან...ფარდები ჩამოაფარე, როი,მუხლებზე დადექი და ილოცე-სამ დღეში არ იზრდებიან, როი,შენც ხომ იცი, რომ- არ.ჰოდა,ბავშვივით ილოცე,საცაა მოილოგინებს,და მაშინ რომ ბავშვობა ჩააბარე,იმას მოგიტანს,და მაშინ, როცა პირველი ტირილით ოთახის კედლები დაიბზარებაშენ- ''იშვათად მამაშენი''ფარდებს გადაწევ, როისინათლე რომ შემოვიდეს...
ბაჯელიძე მარიამ

ბაჯელიძე მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი