პოეზია · ლირიკა
დები
(ნინო ქოქოსაძეს)
იმ ღამით, როცა დეკემბრის სიცივეში,ერთმანეთში გადახლართულ ხეებსუკანასკნელი ფოთლები დასცვივდათ,ჩვენ ვისწვლეთ-როგორ დაგვეთვალე ერთიდან ათამდე და პირიქით.ღუმელთან მიყუჟულებსარც სიცივე გვაწუხებდადა არც დედაჩვენის მონოტონური კვნესა:„ავად გამხდარა“ - მითხარი შენ და გაშლილი თმა აიწიე.ანერვიულებული მამაჩვენისჩამწვარ ღერებს ვითვლიდით დასულაც არ გვახველებდა- კვამლში გახვეულებს.არავის ეცალა ჩვენთვის იმ ღამითდა დედაჩვენის ოთახში შესვლისასკართან ვაწყდებოდით ქალებს-წარბებშეკრულები რომ გვიყურებდნენდა თავებს აქნევდნენ აქეთ-იქით(ჩვენ მხოლოდ ფერადი ფანქრები გვინდოდა,რომ დაგვეხატა რამე).იმ ღამით,როცა ხელებჩაჭიდებულები ვეკვროდით ერთმანეთსდა ნასწავლი რიცხვები ვერ თვლიდნენ მოლოდინს-ოთახში შემოსულმა ექიმმა შუბლი მოუსინჯა დედას;ჩვენ გვახსოვს მისი ყრუ წამოკივლება და მერე კვნესაც შეწყდა:„ნემსი გაუკეთეს, ჩაეძინა“- მითხარი შენ დახელები კიდევ უფრო მაგრად მომიჭირე.მერე ორმა დაბალმა ქალმა ხელი მოგვკიდადა სკამზე არხეინად ჩამომსხდარნი -საწოლში ჩაგვაწვინეს:„მოდი, დავითვალოთ და ჩაგვეძინება“- მითხარი შენ.ჩვენ დავითვალეთ ერთიდან- ათამდე და ჩაგვეძინა.იმ ღამით,როცა სანთლის შუქი მკრთალად ანათებდა ოთახსდა ქარი ღრიჭოებში ტოვებდა ამბებს-სადღაც შორიდან ტირილი მოგვესმა(თვალები ვჭყიტეთ).ვიწექით ასე, ერთ ხანს,ხმისამოუღებლად,გასუსულები,თხემიდან- ტერფამდე ჟრუანტელდავლილები.მერე შენ, როგორც უფროსმა ,გადაწყვიტე-ამდგარიყავი.მე საწოლში დავრჩი და გელოდე.მალე დაბრუნდი:„ნუ გეშინია, დაიძინე, დედა მომკვდარა“- მითხარი შენ და ჩამეხუტე...ოთხის ვიყავი მაშინ,შენ - ხუთის.საბნის ქვეშ შევიყუჟეთდა სანამ ჰაერი გვეყო - არ ჩაგვძინებია.იმ ღამით ორივეს ნაოჭი გაგვიჩნდა წარბებშუადა დეკემბრის ღამის საიდუმლო ჩაიყოლია.