პოეზია · ლირიკა
ჩვენს შორის იყო
ჩვენს შორის იყო,ცხოვრობდა მისთვის უცხო ტომის ხალხთან და მაინცსულში ფარულად ჩვენს სიძულვილს არ ატარებდა.და ჩვენც გვიყვარდა. უშფოთველი, კეთილმოწყალეის ჩვენს საუბრებს ესწრებოდა. ვუზიარებდითწმინდა ოცნებებს, ჩვენს სიმღერებს (შთაგონებულიიყო მაღლიდან, ცხოვრებასაც იგი მაღლიდანგადმოსცქეროდა). ჩვენთან ბევრჯერ უსაუბრიამომავალზედაც, როცა ხალხი შეკავშირდებაერთ დიდ ოჯახად, ერთმანეთთან შუღლს დაივიწყებს.ჩვენ პოეტს ხარბად ყურს ვუგდებდით. მან მიაშურაშემდეგ დასავლეთს. გავაცილეთ. გზა დავულოცეთ.ჩვენი სტუმარი უშფოთველი დღეს მტრად ქცეულა,ბრბოს გასახარად სავსე არის ლექსები მისიშხამით.შორიდან გვესმის მისი ხმა ბრაზიანი,ის ხმა ნაცნობი! . . . . ღმერთო, ღმერთო! შენ გაანათეშენი სიმართლით და სიმშვიდით იმისი სული.
1834