↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასეა

ბაჯელიძე მარიამ

2026-07-181 წთ საკითხავი679 ნახვა

—
(როის)
ასეა: მაგიდა და ერთი სკამი,შენ დგახარ და მარწმუნებ,-რომ წელიწადის დროები უბრალო პერიოდულობაა,არადა, ხელის მტევნებით მოგიტანე შემოდგომა დაფორთოხლები დაგილაგე კართან- სექტემბრისფერი.ასეა: კედლებზე სურათებია გაკრული-მე და შენ ვიცინით,მე და შენ გვიხარია,მე და შენ გვეშინია,მე და შენ...მიხსნი, რომ ბზარები ოთახში სიძველის ბრალია,მე მაინც ყველაფერს მეზობლებს ვბრალებ.დაბზარეს,რომ უკეთ გვიყურონ,რომ უკეთ გვისმინონ,რომ ისუნთქონ უკეთ.ასეა: კარი ხისაა და კიბეს ჩემი ნაფეხური ატყვია...გგონია იმისთვის წავედი, რომ დაგივიწოარადა, დასაბრუნებლად დაგტოვე.ასეა: დღეები თარიღებით განსხვავდებიან,ჰოდა, მონოტონურობით დაღლილ კედლებზე კალენდრებს ვხაზავ:ხვალ ოქტომბერია,ზეგ ნოემბერიმაზეგ ზამთარი გაყინავს უშენობას.მეც, ალბათ, აღმოვაჩენ, რომ ჩვეულებრივი ქალი ვარ,ჩვეულებრივი ქალები კი ყოველთვის ბრუნდებიან...ასეა: ვზივარ და ფანჯარასთან ატუზულ შენს ჰაბიტუსს ვაკვირდები.მოწევა კლავს, როი,ჰოდა, მოწიე!
ბაჯელიძე მარიამ

ბაჯელიძე მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი