↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კოშკი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ინგრევა კოშკი საუკუნით აშენებული!წინაპართაგან მოტანილი ძვირფას ბროლებით,ცვივა სარკმლები ბედისწერით დაშინებული,დაშინებული ბედისწერის გამოქროლებით.სვეტები, რომელთ თავზე ადგა ელვარე თაღი,წარსულთა დღეთა მტკიცე ბურჯი და მეგობარი,დგას დაქანცული, გაძარცული, უიარაღო,ყველასთვის უცხო და ყველასთვის გაუგებარი.ინგრევა კოშკი სიყვარულით აშენებული,ვით ძველი რომი, ან ბაგრატის კოშკი-ტაძარი;სახე გამხდარი, გესლიანად გაცინებულიაქ ისევ გაჩნდა შიშის ლანდი უზარმაზარი;კოშკის ძველისძველ ფოლიანტზე რაღაც დასწერადა შემოხაზა გამოუცნობ ნების რკალებით...ალბათ მოხდება სასწაული საბედისწერო...ნუთუ არავის, არავის არ შევებრალებით?ოჰ, გული, გული! რანაირად მტკივა ეს გული!კოშკში ღამეა... უკვე ჩაჰქრა, ჩაჰქრა სანთელი,დედა, სადა ხარ! მამა, სად ხარ! ან რად მინდოდაეს ტაშისცემა, ეს ვარდები, ეს ჟრუანტელი?„მოჰყვები ქვეშ ამ უხეშ კედლებს ჩუმ ხეტიალით“ -მესაუბრება წინათგრძნობა დაჟინებული...აჰა! ყრუ რყევით, ხმაურობით, გრგვინვა-გრიალითდაეცა კოშკი, სიყვარულით აშენებული!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი