პოეზია · ლირიკა
* * * "ქარის გუგუნმა"
ქარის გუგუნმა აიყოლია ჭერი,ბუხრის ხარხარმამთელი არსებით შეგძრა,აფორიაქდა ღამის სიზმარი ჭრელი,ობობასავით მდუმარებაში შეძვრა.არ ეძინება გაუცხოებულ კენტავრს,დააყურადებს რკინისკარების ჭრიჭინს,ამ ყიამეთში ვიღაც გესტუმრა, ბედავს,შეგეხმაუროს, ხომ არაფერი გიჭირს.ვერ შელევიხარგაფერმკრთალებულ ლანდებს,გაუგემურდა თანდაყოლილი გეში,ვიღაცას ეძებ, ცოტათი მაინც გგავდეს,გსურს, შეატოვო აურზაური ხელში.ვერ გადაურჩი შენც უკმარობას ყოფის,მოხეტიალე ცაში, მიწაზე რჩები,გამოფხიზლებადთაგვის ფაჩუნიც გყოფნის,რომ გამოჰფინოდაობებული ძვლები.ეპოტინებინისლით ამღვრეულ დროჟამს,იმან გიმუხთლა,ვისაც გულწრფელად ენდედა ჩუმად მალავცრემლით დანამულ დროშას,რომ დაათრევდიდა პატრონობდი დღემდე.