პოეზია · ლირიკა
პროლოგი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ვარ ზანგი:შავი, ისე, როგორც ყომრალი ღამე,შავი, როგორც უღრანები ჩემი აფრიკის.ვიყავი მონა:კიბეს ვხვეტდი კეისრის ზღურბლთანდა ვაშინგტონს ვუწმენდდი ჩექმებს.ვიყავი მუშა:ჩემი ხელებით შენდებოდა პირამიდებიდა ვულვორსის ცათამბჯენისთვის კირს ვხსნიდი წყალში.ვიყავი პოეტი-მომღერალი:აფრიკიდან ჯორჯიამდე შორეულ გზაზესევდიანი სიმღერები ვატარე თან დარეგთაიმიც თავად ამოვთქვი.ვიყავი მსხვერპლი:კონგოში ორივე მკლავი მომჭრეს ბელგიელებმა,ახლა კი ტეხასში ლინჩის წესით მასამართლებენ.ვარ ზანგი:შავი, ისე, როგორც ყომრალი ღამე.შავი, როგორც უღრანები ჩემი აფრიკის.