პოეზია · ლირიკა
სიმღერა გომბორზე და გოგოზე
დანისლულია გომბორი,დანისლულია,დანიშნულია გოგოი,დანიშნულია.
გადუწმენდია გომბორსა,გადუწმენდია,გადუწვენია საქმროსა,გადუწვენია.
გადაწმენდილ მთის ორწოხზელერწამწელია,ეჰ, გოგოვ, როგორ მომწონხარ,გულის წველია.
გომბორის ნისლებს გადირეკს _ნისლებ-ნაბადა,გოგოი ბოღმას _მზემ თუ დაბადა.
გომბორსა ქარი აწუხებს,გომბორ-ქარიანია,გოგო კი ქმარი,გოგოი ქმარიანია.
გომბორს თოვლი გაუწყალდა,დეკას ათრთოლებს,გოგოს _ თოლი,და ქმარს დატოვებს.