პოეზია · ლირიკა
* * * ლექსი რა არის, გულს მოგცემ
ლექსი რა არის, გულს მოგცემ,სულ ნაპერწკლები ეკიდოს,შენთვის ნატყვიარ ჯიხვივითკლდეებზე გადმოვეკიდო.
სულმოუთქმელად ვეფხვივითცხრა მთანი გადავირბინო,ვარდი გსურს? _ ვარდი რა არის,მინდორი აგიბიბინო.
წყარო გსურს? _ წყარო რა არის,ცხრა წყარო შენსკენ ვადინო,ცინცხალო ცისკრის ვარსკვლავო,ჩემს თვალში ჩამოვარდნილო.
ლექსი რა არის, გულს მოგცემ,სულ ნაპერწკლები ეკიდოს,შენთვის ნატყვიარ ჯიხვივითკლდეებზე გადმოვეკიდო.