↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე დასასრულის დავნებდი სურვილს

ტბაური ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი475 ნახვა

—
მე დასასრულის დავნებდი სურვილს,საუკუნენი ისევ მიჰქრიან.ნისლივით სუსტი ვის მივცე სული,მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია.
როცა ყოყმანობ... ყოფნაა ძნელი,დამბედებია გზები ირიბი.ალესილია თიბათვის ცელიდა ბალახების ისმის ტრიალი.
ცხოვრებას ვენდე... ოცნება თეთრიმას ვუსახსოვრე, როგორც ყვავილი.დედამიწაზე გზა არის ერთი,რომც არ გინდოდეს, მაინც გაივლი

ტბაური ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი